კულება: რუსეთის, 21-ე საუკუნის უდიდესი ტერორისტის შეჩერების გზა მისი უკრაინიდან გაძევებაა

რუსეთმა კახოვკას კაშხალი გაანადგურა, რამაც ალბათ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ევროპის ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კატასტროფა გამოიწვია და ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე საფრთხეში ჩააგდო. ეს არის საშინელი ომის დანაშაული. რუსეთის, 21-ე საუკუნის უდიდესი ტერორისტის შეჩერების ერთადერთი გზა მისი უკრაინიდან გაძევებაა.

წერს Twitter-ზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება.

დღეს რუსებმა უკრაინაში, ხერსონის ოლქში კახოვკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს. ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, სახიფათო ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.