პუტინი აძლიერებს ტერორს უკრაინის წინააღმდეგ. დღეს, სულ რაღაც ორ დღეში მეორე მასიური სარაკეტო შეტევა განხორციელდა. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, დაშავდნენ და დაიღუპნენ ადამიანები, მათ შორის ბავშვები. ჩვენ ველით, რომ ყველა სახელმწიფო მკაცრად დაგმობს ამ თავდასხმას და მიიღებს გადამწყვეტ ზომებს. მათ შორის: მიაწოდოს უკრაინას ყველა ტიპის საბრძოლო დრონი. უზრუნველყოს კიევი მაღალ რადიუსიანი, 300+ დისტანციის რაკეტებით. გამოიყენოს გაყინული რუსული აქტივები უკრაინის დასახმარებლად. მოხდეს რუსი დიპოლმატების იზოლირება როგორც მათ დედაქალაქებში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში.
მოსკოვის ტერორისტულმა რეჟიმმა უნდა გააცნობიეროს, რომ საერთაშორისო საზოგადოება არ დახუჭავს თვალს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებაზე.
განაცხადა უკრაინის პრემიერმა, დმიტრო კულებამ.