უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის და უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის შეხვედრას ეხმაურება.
"იმედი მაქვს, მან [ორბანმა] ხელები მაინც დაიბანა და დეზინფექცია გაიკეთა პუტინთან ხელის ჩამორთმევის შემდეგ", - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
17 ოქტომბერს, პუტინი და ორბანი პეკინში ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრა სამთავრობო სასტუმრო სახლში გაიმართა, სადაც პუტინი იყო გაჩერებული.
როგორც რუსულმა სახელმწიფო პროპაგანდისტულმა მედია TASS-მა დაწერა, ორბანმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ უნგრეთს არასოდეს სურდა რუსეთთან დაპირისპირება, პირიქით, ყოველთვის ურთიერთობების გაფართოებას გეგმავდა.