ოზურგეთში რეაბილიტირებულ სკვერში კუბოს ფორმის საყვავილეები დადგეს. ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც გურიაში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით, სოციალურ ქსელში არ წყდება კომენტარები. ადგილობრივი ხელისუფლება კი ირწმუნება, რომ მცენარეების აყვავილების შემდეგ, სკვერი სხვა სახეს მიიღებს და კუბოსთან შედარება უადგილოა.