ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება.
კუბილიუსის თქმით, სააკაშვილის ციხეში დატოვება წამების მიზანმიმართული პოლიტიკის ტოლფასია.
"იმ ადამიანის ციხეში დატოვება, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, სახელისუფლებო ინსტიტუტების მხრიდან წამების მიზანმიმართული პოლიტიკის ტოლფასია", - წერს Twitter-ზე ევროპარლამენტარი.
გუშინ, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი სასამართლო პროცესს დისტანციურად ჩაერთო. მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და ფიზიკური მდგომარეობის საჩვენებლად მაისური აიწია.
გამოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილს მკვეთრად აქვს წონაში დაკლებული, რაზეც მეტყველებდა გამოკვეთილი ნეკნები და მუცელი.