უკრაინის სამაშველო სამსახურის ცნობით, კრივოი როგის ცენტრში მდებარე სასტუმრო ავრორაზე რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა.
უწყებაში ამბობენ, რომ დანგრეული სასტუმროდან ხუთი ადამიანი გამოიყვანეს და სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმის შედეგად 6 მაღაზია, 4 საცხოვრებელი კორპუსი და 8 მანქანა დაზიანდა.
***
26 აგვისტოს დილას, უკრაინის ყველა რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა. აფეთქებების შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ ოდესის, დნეპროპეტროვსკის, ვოლინის, ივანო-ფრანკოვის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკისა და ლვოვის სამხედრო ადმინისტრაციები. დედაქალაქში ელექტროენერგიის გათიშვის შესახებ ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ადასტურებს.
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დღეს 236 საჰაერო თავდასხმის იარაღი გამოიყენა. უკრაინის ანტისაჰაერო თავდაცვამ 102 რაკეტა და 99 დრონი გაანადგურა. თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 47 კი დაშავდა, მათ შორის 4 ბავშვია.