კრივი რიჰზე ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 74-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
"გუშინდელი სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 74-მდე გაიზარდა. 34 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათგან 3 მძიმე მდგომარეობაშია. მათ ყველა საჭირო დახმარება უტარდებათ
[ამ დროისთვის] კრივი რიჰში ყველა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, საზოგადეობრივი ტრასნპორტი, სოციალური და სამედიცინო დაწესებულებები სტაბილურად მუშაობს", - აცხადებს კრივი რიჰის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელი.
რუსულმა ძალებმა კრივი რიჰზე სარაკეტო თავდასხმა გუშინ განახორციელეს. უკრაინის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა კრივი რიჰში პოლიციის ერთ-ერთ ადმინისტრაციულ შენობას დაარტყეს. რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად პოლიციელი დაიღუპა.