კრივი რიჰზე ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ლისაკის ცნობით, დღეს რუსულმა ძალებმა კრივი რიჰში პოლიციის ერთ-ერთ ადმინისტრაციულ შენობას დაარტყეს. რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად პოლიციელი დაიღუპა.
უკრაინის ცნობით, მაშველებმა ნანგრევებიდან 3 ადამიანი გამოიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა. ამასთან, 6-მა ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.