კრამონი: თუ საქართველო სტატუსს მიიღებს, ეს არა ოცნების, არამედ ხალხის დამსახურება იქნება

ზუსტად პირიქითაა. თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, ეს მოხდება არა იმიტომ რომ ხელისუფლებამ და მმართველმა პარტიამ ყველა პრიორიტეტი შეასრულა, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს დააკისრა [შესასრულებლად], არამედ იმიტომ რომ ქართველმა ხალხმა ეს [სტატუსი] დაიმსახურა და ამას ითხოვდა გეოპოლიტიკური ლოგიკა

წერს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე თბილისის მერის კახა კალაძის განცხადების საპასუხოდ.

კალაძემ დღეს თქვა: "თუ სტატუსს მოგვცემენ გაგვიხარდება, კარგი იქნება, თუ არა, არც ეს არაა პრობლემა".