გილოცავ საქართველო! დამოუკიდებლობის აღდგენიდან 32 წელი გავიდა.
როგორც საქართველოს დიდი მეგობარი და დიდი გულშემატკივარი, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ტაში დაგიკრათ და მოგილოცოთ.
ევროკავშირი გააგრძელებს თქვენს გვერდით დგომას დამოუკიდებლობის სრულად მიღწევამდე. ეს არ არის ადვილი იმ დროს, როდესაც შინაგანი და გარეგანი საფრთხეები საქართველოს კვლავ სხვა [რუსეთი] მიმართულებით უბიძგებენ. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ჩვენ ევროპის პარლამენტში გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას ევროპისკენ მიმავალ გზაზე!
აცხადებს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ვიდეომიმართვაში, რომელსაც Twitter-ზე აქვეყნებს.
საქართველო დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.