მიმაჩნია, რომ ბატონი ივანიშვილი ცუდ როლს ასრულებს. მისი კომენტარი, რომ აშშ არის გლობალური ომის პარტიის ნაწილი არის უბრალოდ სასაცილო, მაგრამ ამავე დროს შეურაცხმყოფელი, იმის გათვალისწინებით რომ ვაშინგტონმა საქართველოს 6,5 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია. როდესაც რუსეთს აქვს თქვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული და ამ დროს შენ ამბობ, რომ გლობალური ომის პარტია ამერიკაა, ეს აბსურდია. თუ გლობალური ომის პარტია მართლაც არსებობს, მაშინ მისი შტაბბინა არის მოსკოვში და არა ვაშინგტონში. ამიტომ, უკვე რამდენიმე წელია ვამბობ, რომ ივანიშვილს სანქციები უნდა დაუწესდეს და ახლაც ასე ვფიქრობ. ამას არ ვამბობ კმაყოფილებით, მიყვარს ეს ქვეყანა, მაგრამ არ მინდა, ზოგიერთმა პიროვნებამ ეს ქვეყანა არასწორი მიმართულებით წაიყვანოს.
განაცხადა ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ინსტიტუტის დირექტორმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ დევიდ კრამერმა.