27 ივნისს ოკუპანტები უკრაინაში, დონეცკის ქალაქ კრამატორსკში საკვებ ობიექტს რაკეტებით დაესხნენ თავს. შედეგად სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვია.
თავდასხმის შედეგად 56 ადამიანი დაშავდა, მათგან 3 უცხოელია.
ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.
"28 ივნისის 07:00 საათის მონაცემებით, 8 დაღუპულის ცხედარი (მათ შორის 3 ბავშვის, 2008 და 2011 წელს დაბადებულების) ამოვიყვანეთ განადგურებული კაფის ნანგრევებიდან. 56 ადამიანი დაშავდა (მათგან 1, 2022 წელს დაბადებული ბავშვი). 3 ადამიანი გადავარჩინეთ" - წერია განცხადებაში.
უწყების ცნობით, მაშველები აგრძელებენ ნანგრევებისგან ტერიტორიის გაწმენდას და ადამიანების ძებნას.