კოფი: ვვარაუდობ, რომ იქნება ოცნების ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიმართ სანქციების დაწესება

კოფი: ვვარაუდობ, რომ იქნება ოცნების ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიმართ სანქციების დაწესება
ლუკ კოფი 04.08.24 20:11

დახმარების შეჩერება - ეს არის ქართული ოცნების მთავრობის ქმედებების აშკარა შედეგი. განსაკუთრებით ე.წ. რუსული კანონის, მაგრამ ეს ასევე არის საქართველოს ხელისუფლების მაღალი რანგის ოფიციალური პირებიდან მომდინარე მუდმივი რიტორიკის შედეგი. ვვარაუდობ, რომ იქნება ქართული ოცნების ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიმართ სანქციების დაწესებაც. არ ვიცი, ვის წინააღმდეგ, ან როგორი სანქციები, მაგრამ თუ შეერთებულ შტატებს სურს ზეწოლის გაგრძელება, თანამშრომლობის და დახმარების გაყინვის შემდეგ ერთადერთი ლოგიკური ნაბიჯი სწორედ სანქციების დაწესება იქნება

განაცხადა ჰადსონის ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა, საგარეო პოლიტიკის ექსპერტმა ლუკ კოფიმ ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.