ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ლუკ კოფი აცხადებს, რომ ვაშინგტონში არასდროს მოუსმენია შეთავაზება, მოწოდება ან რჩევა, რომ საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ "მეორე ფრონტი" გახსნას.
მისი თქმით, საპირისპიროს მტკიცება წმინდად რუსული პროპაგანდაა.
ამის შესახებ კოფიმ ტვიტერზე დაწერა.
"შევახსენებ ჩემს ქართველ მეგობრებს, ვაშინგტონში არასდროს არავისგან მომისმენია სერიოზული შეთავაზება, მოწოდება ან რეკომენდაცია, რომ საქართველომ გახსნას "მეორე ფრონტი" რუსეთის წინააღმდეგ.
საპირისპიროს მტკიცება რუსული პროპაგანდაა, ცხადად და მარტივად" - წერს კოფი.
Just a reminder to my Georgian friends, I have NEVER heard anyone in Washington DC seriously suggest, call for, or recommend that Georgia opens a “second front” against Russia.
Suggesting otherwise is Russian propaganda, pure and simple.