დაურთავენ თუ არა ახალ დასკვნას სტრასბურგის სარჩელს სააკაშვილის ადვოკატები. ომბუდსმენის კონსილიუმმა ვივა მედიდან საგანგაშო სურათი გამოიტანა. პაციენტს აქვს სარკოპენია, კუნთების განლევა, კახექსიის მძიმე მე-4 სტადია. სააკაშვილმა დაიკლო კიდევ 4 კილო კუნთების მნიშვნელოვანი განლევის ხარჯზე. ურთულესია პროგნოზიც - წონის მეტი კლების შედეგად, სააკაშვილი საწოლზე მიჯაჭვული გახდება. აქ ვერ უტარდება მკურნალობა, თუ ასე გაგრძელდა, გარდაიცვლება - ამბობს კონსილიუმი. ვივამედის და ოცნების რიტორიკა კი კვლავ თანხვედრაშია და პაციენტს თვითდაზიანებაში ადანაშაულებს.