კონგრესმენი კოენი: ახლავე უნდა გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი

კონგრესმენი კოენი: ახლავე უნდა გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი

დემოკრატი ამერიკელი კონგრესმენი სტივ კოენი მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს და აღნიშნავს, რომ ის ოცნების დე-ფაქტო ხელისუფლებამ ყალბი ბრალდებით დააკავა.

"როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი პოლიტპატიმრების საკითხებში, ყურადღებით ვაკვირდები მზია ამაღლობელის საქმეს საქართველოში. მზია არის ჟურნალისტი, რომელიც ქართული ოცნების დე-ფაქტო ხელისუფლებამ გაყალბებული ბრალდებით დააკავა. ის ციხეში კარგად არ არის, მთავრობამ ახლავე უნდა გაათავისუფლოს იგი", - წერს კონგრესმენი X-ზე.

მზია ამაღლობელი, რომელსაც ოცნების რეჟიმმა ბრალი ოფიციალურად 13 იანვარს წარუდგინა, მე-17 დღეა ციხეში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.