
კოლუმბიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მეწყრის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა.
ანტიოკიას პროვინციის გუბერნატორის ანდრეს ჯულიანის განცხადების თანახმად, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება და გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.
მედიის ცნობით, მეწყერი ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია. რეგიონში მცხოვრები 1 300-ზე მეტი ადამიანი თავშესაფარშია გადაყვანილი.