კოლუმბიაში, მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 34-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, 35 ადამიანი დაშავებულია. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
შემთხვევა 13 იანვარს მოხდა. მეწყერმა დაფარა გზატკეცილი, რომელიც აკავშირებს ქალაქებს - მედელინა და კიბდო.
მომხდარს ქვეყნის პრეზიდენტი, გუსტავო პეტრო გამოეხმაურა. მისი თქმით, "საშინელი ტრაგედია" მოხდა და ხელისუფლება დაზარალებულების მხადაჭერისთვის მზად არის.