კოლუმბიაში ავიაკატასტროფას გადარჩენილი 4 ბავშვი 40 დღის შემდეგ ჯუნგლებში ცოცხალი იპოვეს

კოლუმბიაში ავიაკატასტროფას გადარჩენილი 4 ბავშვი 40 დღის შემდეგ ჯუნგლებში ცოცხალი იპოვეს

ოთხი ბავშვი ცოცხალი იპოვეს კოლუმბიაში მას შემდეგ, რაც ავიაკატასტროფას გადაურჩნენ და ამაზონის ჯუნგლებში 40 დღის განმავლობაში მარტოები იყბნენ.

ბავშვების დედა და ორი მფრინავი პირველ მაისს მსუბუქი თვითმფრინავის კატასტროფის დროს დაიღუპნენ. კოლუმბიის პრეზიდენტის თქმით, 13, 9, 4, 1 წლის და-ძმის გადარჩენა მთელი ქვეყნის დიდი სიხარულია.

"დღეს ეს ბავშვები არიან მშვიდობის ბავშვები და კოლუმბიის ბავშვები", - განაცხადა გუსტავო პეტრომ.

ბავშვების მოსაძებნად მასშტაბური სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა, რომელშიც ადგილობრივი მოსახლეობა და სამხედროები ჩაერთნენ. პოვნის შემდეგ ისინი ვერტმფრენით გადაიყვანეს ბოგოტაში და კლინიკაში მოათავსეს.

თვითმფრინავი Cessna 206, რომლითაც დედა და ოთხი ბავშვი მგზავრობდა, ამაზონის პროვინციიდან, არარაკუარადან სან ხოზე დელ გუავიარეში მიფრინავდა, როდესაც ძრავის გაუმართაობა დაფიქსირდა.

სამი ზრდასრულის ცხედარი კატასტროფის ადგილას იპოვეს, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ბავშვები გადარჩნენ და ჯუნგლებში შევიდნენ. მაისში მაშველებმა მათი ნივთებიც იპოვეს, აღმოაჩინეს ნაკვალევიც, რაც აძლევდათ იმედს, რომ და-ძმა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.

ბავშვები ჰუიტოტოს ადგილობრივ ჯგუფს მიეკუთვნებიან და მათი თემის წევრები იმედოვნებდნენ, რომ ხილისა და გადარჩენის უნარების ცოდნა ბავშვებს მეტ შანს მისცემდა.