კოლსი: ივანიშვილის რეჟიმი ავტორიტარულია, თუ ასე გაგრძელდება გახდება ტოტალიტარული

ბიძინა ვანიშვილმა რუსეთიდან გადმოიღო მართვის ვერტიკალური სტილი, ზემოდან ქვემოთ. შესაძლოა, ვიღაცები ამ ე.წ. მგლების ხროვაში ყოყმანობენ და ამიტომ ისინი უნდა ამოვიღოთ მიზანში, მათ საკუთარ ტყავზე უნდა იგრძნონ სანქციები.

რეჟიმების ჩამოშლა შიგნიდან ხდება ხოლმე, ამერიკიდან სანქციების მოახლოებასთან ერთად, ოლიგარქმა ივანიშვილმა დაიწყო საკუთარი ფინანსების შვილზე და ნათესავებზე გადაფორმება. ასე, ის შეეცადა საკუთარი სიმდიდრის დაცვას. სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა გავაფართოოთ სანქცირების კანდიდატთა სია იმ პირებით, რომლებიც ივანიშვილის ახლო გარემოცვას წარმოადგენენ.

ეს მხოლოდ დასაწყისია, ეს სია აერთიანებს მთავარ დამნაშავეებს ახლა. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ევროკავშირი ან ამერიკა მის მიღმაც არ მოძებნის ინდივიდუალურ პირებს, ჩვენ რეზოლუციაშიც ჩავწერეთ. გვესმის, რომ 27 წევრში არის მინიმუმ 2 ლიდერი, რომლებმაც დააფიქსირეს, რომ ისინი ვეტოს დაადებენ ნებისმიერ სანქციას ქართული ოცნების წინააღმდეგ.

ვიცით, რომ იქნება დაბრკოლებები ორბანის და ფიცოს მხრიდან, ამიტომ აქცენტი უნდა გაკეთდეს 25 წევრ სახელმწიფოზე და მათი მხრიდან ეროვნული სანქციების დაწესებაზე. ივანიშვილის რეჟიმი ახლა ავტორიტარულია, ვნახეთ დრაკონული კანონები, დემოკრატიული პრინციპების გაუქმება, ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე, ნადირობა საჯარო მოხელეებზე.

ეს ავტორიტარიზმია, თუ ეს გაგრძელდება რეჟიმი გახდება ტოტალიტარული. შორს რომ არ გავიხედოთ ევროპაში ჩვენ გვყავს ლუკაშენკო, რომელიც ანალოგიური პრინციპებით მართავს, ასევე რა თქმა უნდა რუსეთი.

თქვა ევროპარლამენტარმა რიჰარდ კოლსმა. დღეს ევროპარლამენტში კენჭს უყრიან რეზოლუციას, სადაც ივანიშვილის გარემოცვის დასანქცირებაა მოთხოვნილი.