ჩემს ქვეყანაში, ევროპაში, ევროკავშირში და მის მიღმა, ყველა შეშფოთებული იყო იმით თუ რა ხდებოდა პარლამენტში კანონპროექტთან დაკავშირებით. ჩვენ ვნახეთ აქციები, დემონსტრაციები და ჩვენ ძალიან ღიად ვუჭერდით მხარს ფაქტს, რომ თქვენ ითხოვდით თავისუფლებას და უკეთეს დემოკრატიას, შედეგი კარგი იყო. პრეზიდენტი მაკრონიც მხარს უჭერდა სპონტანურ მოძრაობას ახალგაზრდების მხრიდან და ქართველი ხალხის მხრიდან. ევროკავშირში ინტეგრაციის გრძელ გზაზე, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება იქნება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. ეს თეთრზე შავით დაწერილი საგზაო რუკა, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს. [...] მე ხელისუფლებას განვიხილავ ყველა საკითხს, მაგრამ არა საჯაროდ.
განაცხადა ჟურნალისტებთან საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ.