კოლომინა: პარტნიორებისგან ველით, რომ ყველაფერს გააკეთებენ უკრაინის მხარდაჭერისთვის

მე გავაჟღერე გზავნილი უკრაინის მხარდაჭერისა, რომელიც გახლავთ უმაღლესი პრიორიტეტი მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთმა დაიწყო ომი უკრაინის წინააღმდეგ, ეს გახლავთ ნომერი პირველი პრიორიტეტი ვილნიუსის სამიტისთვის, რომელიც 11-12 ივლისს გაიმართება და ჩვენ პარტნიორებისგან და განსაკუთრებით, ძალიან ღირებული პარტნიორებისგან, როგორიც არის საქართველო, ჩვენ ველით, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ უკრაინის მხარდაჭერისთვის.

განაცხადა NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინამ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე [სინქრონული თარგმანი].