NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
"ღრმად დამწუხრებული ვარ შოვში ტრაგიკული მეწყერის გამო. გულწრფელი სამძიმარი ჩვენს ქართველ პარტნიორებს NATO-სგან. ფიქრებით მსხვერპლთან და მათ ახლობლებთან ვართ", - წერს კოლომინა Twitter-ზე.
Deeply saddened by the tragic landslide in Shovi . Heartfelt condolences from #NATO to our Georgian partners. Thoughts are with the victims and their loved ones. pic.twitter.com/m7BZnw566p
3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა.
ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართულია მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე.
ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამოცნობილია ცხედრების ნაწილი.
ამ დრომდე კონტაქტზე ვერ გადიან 18 ადამიანთან.