ფეისბუქზე ლაიქები, ტიკტოკზე ნახვები არ წყვეტს ბევრ რამეს, ილუზიები არ უნდა შევიქმნათ, რომ ვიღაცებს "ქულ" ტიპები ვეგონოთ სადღაც სოციალურ ქსელში და პირდაპირ ითარგმნებოდეს არჩევნებში. ამიტომ ამ კუთხით გვაქვს ბევრი გვაქვს სამუშაო. მსგავსი ტიპის კვლევები უპირველეს ყოვლისა არის პოლიტიკოსებისთვის. როგორც ჩანს, ხალხს თავისი მკაფიო გადაწყვეტილებები აქვს. ამ მესიჯს გვიმეორებს, გვიმეორებს, გვიმეორებს. ჩვენ თუ არ ვისწავლეთ ჭკუა, თუ რაღაცნაირად წაკითხული არ გავიაზრეთ ამ კვლევებიდან, არაფერი არ შეიცვლება.
თქვა გირჩი - მეტი თავისუფლების წევრმა, ცოტნე კობერიძემ Edison Research-ის კვლევაზე საუბრისას.