ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პოლიცია მობილიზებულია, რომ თბილისი პრაიდის უსაფრთხოება დაიცვას.
"ამ დღეებშიც იმართება შესაბამისი შეკრებები და პოლიცია არის მობილიზებული იმისთვის, რომ უსაფრთხოება იყოს დაცული", - თქვა მან კონფერენციაზე, რომელზეც 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ ანგარიში წარადგინა.
თბილისში პრაიდის კვირეული დაიწყო. დასკვნითი ღონისძიება პრაიდფესტივალია, რომელიც 8 ივლისს გაიმართება. მოძალადე და პრორუსული ჯგუფები ღონისძიების ჩაშლით იმუქრებიან.