კობახიძის საარჩევნო მათემატიკა და ოპოზიციის პასუხი

"ქართული ოცნება საკუთარ ამომრჩეველს აგულიანებს" - ასე შეაფასა ოპოზიციამ ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ მმართველი პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობას აიღებს. ამასთან, მმართველი პარტიის მიზანია, ყველა ოპოზიციური პარტია ნაციონალური მოძრაობის ნაწილად გამოაცხადოს. მოტივაცია ნათელია - თუ სხვა პარტიებიც გადალახავენ ბარიერს, ეს ივანიშვილის ძალაუფლებას ემუქრება.