თითოეული მიღწევა, რაზეც იყო საუბარი პრემიერის ანგარიშში, გამყარებული იყო მტკიცებულებებით, ციფრებით და ამას უსმენდა ბუნებრივია, ქართული საზოგადოება. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი მომდევნო წლების განმავლობაში იმისათვის, რომ ქვეყანამ ფუნდამენტურ წინსვლას მიაღწიოს, მაგრამ ძალიან კარგი ტემპი გვაქვს.
განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
დღეს საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს წლიური ანგარიშის წარდგენა ჰქონდა.