კობახიძე: სტიქიაზე სპეკულაცია მიუღებელია, მათ შორის ამიტომაა მედიის საკითხი დასარეგულირებელი

კობახიძე: სტიქიაზე სპეკულაცია მიუღებელია, მათ შორის ამიტომაა მედიის საკითხი დასარეგულირებელი

ქართული ოცნების პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ "კონკრეტული ძალები" სტიქიის დროსაც ცდილობენ სპეკულაციებს და მიიჩნევს, რომ ამიტომაა "საჭირო გარკვეული საკითხების", მათ შორის, მედიის საკითხების რეგულირება.

"ზოგადად ეს არის მძიმე მოვლენა. არის რაღაც მოვლენები, რასთან დაკავშირებითაც სპეკულაციები მიუღებელია და სტიქია არის ასეთი, სტიქიის დროს ყველა ერთ მუშტად უნდა იყოს შეკრული, თუმცა აქაც სამწუხაროდ, კონკრეტული ძალები ცდილობენ სპეკულაციის აგებას, რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც საჭიროა გარკვეული საკითხების უფრო ზუსტად რეგულირება, მათ შორის მედიასთან დაკავშირებული საკითხების უფრო ზუსტად რეგულირება, სპეკულაციები აბსოლუტურად მიუღებელია განსაკუთრებით ასეთ პირობებში"- თქვა კობახიძემ.