დემოკრატიულ საზოგადოებაში გამჭვირვალობას არ აქვს ალტერნატივა. ვერავინ ვერ ასაბუთებს ამას, აკვირდებით დებატებს, რატომ შეიძლება იყოს გამჭვირვალობა ცუდი. გუშინ მოვისმინეთ ერთ-ერთი არასამთავრობოს წარმომადგენლის აღიარებითი ჩვენება, მან განაცხადა, არ უნდა შევიდეთ შინაარსიო, შინაარსი არის ხელისუფლების ველიო. ამაზე უკეთეს აღიარებას ჩვენ ვერ ვინატრებდით, ნამდვილად ასეა. შინაარსში არის ყველაფერი გამართული, კანონპროექტი არის თავიდან ბოლომდე გამართული, ერთადერთი, რასაც ითვალისწინებს, არის წლიური დეკლარირება იმ ფინანსების, რომელიც აქვს არასამთავრობო ორგანიზაციებს, შესაბამის მედიასაშუალებებს და გვიმტკიცებენ, რომ გამჭვირვალობა არის რუსული და გაუმჭვირვალობა არის ევროპული. შარშან მოახერხეს, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი შეიყვანეს შეცდომაში, თავდაყირა დააყენეს ღირებულებები, თუმცა მეორედ ამას, დარწმუნებული ვარ, ვეღარ შეძლებენ.
თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე ოცნების მიერ ხელმეორედ ინიცირებულ რუსულ კანონზე საუბრისას.
ქართული ოცნება რუსულ კანონს დღეს ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირებს.