თვითდაზიანებაზე პასუხისმგებელი არის, რა თქმა უნდა, თავად პატიმარი. ეს ასეა მთელს მსოფლიოში, ნებისმიერ პენიტენციურ სისტემაში და აქედან გამომდინარე, საქართველოშიც გვაქვს ზუსტად იგივე ვითარება. რაც შეეხება სახელმწიფო სტრუქტურებს, ისინი არიან პასუხისმგებელნი ზრუნვაზე, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პატიმრის მიმართ, ეს არის საერთო სურათი. თვითდაზიანებაზე პასუხისმგებელი არის თავად პატიმარი და ასევე, ამ შემთხვევაში, თვითდაზიანებაზე პასუხისმგებელი არის პატიმრის ოჯახი, რომელსაც არასათანადო კალორაჟის საკვები შეაქვს პატიმართან. ეს არის გაუგებარი მოვლენა, ამაზე საზოგადოებამაც, საერთაშორისო პარტნიორებმაც უნდა გაამახვილონ ყურადღება, რატომ ხდება ეს, რატომ არის ჩართული თვითდაზიანებაში ოჯახი, რომელიც აბსოლუტურად გაუგონარ რამეს აკეთებს.
ამის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.