კობახიძე: სააკაშვილის მიზანია დაიკლოს წონაში

მიხეილ სააკაშვილის მიზანია დაიკლოს წონაში. ამიტომ შეაქვთ მისი ოჯახის წევრებს დაბალი კალორაჟის საკვები. ეს არის კატასტროფა. მოვუწოდებ სააკაშვილის ოჯახს, შეიტანონ სათანადო საკვები და არ წაახალისონ ის თვითდაზიანება, რომელსაც ახორციელებს მიხეილ სააკაშვილი. თვითდაზიანება ვერავითარ შემთხვევაში ვერ გახდება პატიმრის გათავისუფლების საფუძველი.

ამბობს ქართული ოცნების თავჯდომარე ირაკლი კობახიძე. მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტი 58 კგ-ს იწონის. ოჯახის წევრებისა და ადვოკატების თქმით, სააკაშვილის ორგანიზმი საკვებს ვეღარ იღებს.