კობახიძე: რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი, ყველაფერი გაკეთდა, რჩება 3 რეკომენდაცია

რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი, ყველაფერი გაკეთდა. რჩება კანონმდებლობასთან დაკავშირებით 3 რეკომენდაცია. ერთი ეხება სასამართლო რეფორმას. იმიტომ ვერ შესრულდა ეს პუნქტი, რომ არ ვიცოდით რა იგულისხმებოდა მასში კონკრეტულად. როცა გეუბნებიან, რომ საჭიროა დეოლიგარქიზაცია, უნდა დაგიკონკრეტონ კიდეც, ვინ არიან ოლიგარქები და რა ზომები უნდა იყოს [მიღებული].

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.