რაც შეეხება კონკრეტულ გვარებს, ჩვენთვის კუბილიუსი და რასა [იუკნევიჩიენე] არაა საინტერესო, მათთან თანამშრომლობის რესურსი არის პრაქტიკულად მთლიანად ამოწურული და ეს არის მათი მოქმედებების შედეგი. რაც შეეხება ევროკავშირთან თანამშრომლობას, ყველაფერი მიდის ისე, როგორც ჩვენ გვქონდა გათვლილი.
დასრულდა ერთი არჩევნები საქართველოში და დასრულდა მეორე არჩევნები აშშ-ში. ზუსტად ისე დასრულდა, როგორც ეს წაადგება საქართველო - ამერიკის შეერთებულ შტატებს და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვას. ახლა არის კიდევ ერთი მესამე საკითხი დარჩენილი, ეს არის უკრაინაში ომის დასრულება და უკვე აქტიურად მიმდინარეობს საუბარი ამასთან დაკავშირებით, რომ უკრაინაშიც ომი მალე დასრულდება. რა თქმა უნდა, ამ სამი მოვლენის დასრულების შემდეგ ყველაფერი წავა დადებითი მიმართულებით. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ თვისებრივად გადაიტვირთება ურთიერთობები, როგორც საქართველო-აშშ და საქართველო-ევროკავშირს შორის.
თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.