კობახიძე პრიგოჟინის აჯანყებაზე: ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ, ეს არის და ეს

რაც შეეხება რუსეთში განვითარებულ მოვლენებს, ამ მოვლენებს ჩვენ უნდა დავაკვირდეთ, ეს არის ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთოთ. ბუნებრივია, ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ, ეს არის და ეს.

ქვეყნის უსაფრთხოება არის დაცული, ყველაფერი არის დაცული - ამაზე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ზრუნავენ ჩვენი უწყებები, სახელმწიფო დგას მყარად უსაფრთხოების სადარაჯოზე და არავის მითითება, მით უმეტეს გახარიას მითითება, ამასთან დაკავშირებით არ გვჭირდება. [საზღვრის ჩაკეტვა] სისულელეა, სისულელეზე კომენტარს არ გავაკეთებ.

ამბობს კობახიძე რუსეთში განვითარებულ მოვლენებზე და ასე ეხმაურება ევგენი პრიგოჟინის აჯანყებას.