
"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ რუსთაველის გამზირზე შიმშილობა გამოაცხადა.
მისი თქმით, ეს არის არა ემოციურ ფონზე მიღებული გადაწყვეტილება, არამედ "გამარჯვებაზე ორიენტირებული ბრძოლა.
"ახლა, როდესაც რეჟიმი გადმოვიდა ახალ შეტევაზე, დაიჭირა პრაქტიკულად ყველა პოლიტიკოსი, მე მინდა გამოვაცხადო ახალი ფორმა ჩემი ბრძოლის და ეს ფორმა არ არის ან ემოციური ან გაუაზრებელი, ეს არის გამარჯვებაზე ორიენტირებული ბრძოლა. მე რუსთაველზე ვიწყებ შიმშილობას. არ მოვიცვლი აქედან ფეხს. ეს შიმშილობა არ არის თავგანწირული, სასოწარკვეთილი ნაბიჯი, ეს არის ძალიან მტკიცე გადაწყვეტილება, რომ თუ თქვენ ვერ ხედავთ სიცოცხლის ფასს, თუ თქვენ ვერ ხედავთ თავისუფლების ფასს, თუ თქვენთვის გიორგი ახობაძის დედა, დედის სიკვდილი, ონისე ცხადაძის მამის გარდაცვალება არაფერს არ ნიშნავს, აგერ არის ჩემი სიცოცხლეც, ჩემი თავისუფლებაც და მაინც ვერ მოგვერევით. ეს არის ჩემი განაცხადი ქართული ოცნებისთვის", - თქვა მან.
პოლიტიკოსი ამბობს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების დამარცხების ერთადერთი გზა რევოლუციაა.
"მეორე განაცხადი არის ხალხისთვის: რევოლუცია და გარეთ ქუჩაში ამათი დამხობა არის ერთადერთი გზა. ამიტომ, მე ვერავის ვერ ვასწავლი ჭკუას როდის გამოვიდეს ქუჩაში, მე ვერავის ვერ მოვუწოდებ, რომ ან იშიმშილოს, ან ციხეში ჩაჯდეს, ან როდის გამოვიდეს, მე მხოლოდ ჩემი მაგალითით შემიძლია ვთქვა, რომ მე ვარ მზად, თავი შევწირო რეჟიმს და შევწირავ", - განაცხადა ხოშტარიამ.