კობახიძე: პრეზიდენტი, 70 წლის ქალი უზრდელობს

არ მინდა მათ შორის სალომე ზურაბიშვილს დავემსგავსო, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც ინსტიტუტს. ეს წარმოუდგენელი იყო პირდაპირ. პრეზიდენტი ჰქვია, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და "სირცხვილია" და ასეთი ტერმინები გამოიყენა. რა თქმა უნდა, ეს უბრალოდ შემაშფოთებელია. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ პრეზიდენტი უზრდელობს პარლამენტის წევრების მიმართ, რაც გუშინ გააკეთა, ეს იყო ჩვეულებრივი უზრდელობა. პრეზიდენტი, 70 წლის ქალი და უზრდელობს...

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

16 ოქტომბერს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვისას თქვა: "პარლამენტში მივალ - იმ პატარა კაცებთან რომ დავდგე, არავინ მჭირდება მხარდასაჭერად"