პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთში ჩავიდა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ირაკლი კობახიძეს სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც პრემიერმინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.