მელია რომ ცალკე გავიდეს, ცალკე პარტია ჩამოაყალიბოს, ერთ პროცენტს აიღებს და ეს ერთი პროცენტი ნაცმოძრაობას დაეკარგება. რა თქმა უნდა, თითოეული პროცენტი ენანება ნაციონალურ მოძრაობას, ისედაც ბევრი დაკარგა ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში. ეს ერთი პროცენტიც მათთვის დასანანია, რომელსაც დაკარგავს მელიას გასვლის შემთხვევაში. ამიტომ ცოტა ენანებათ, მაგრამ თან შიგნითაც ვერ ტოვებენ. არ ვიცი, მათი საქმეა.
განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
გუშინ, ნაციონალურმა მოძრაობამ 11-პუნქტიანი მანიფესტი გამოაქვეყნა, რომელიც პარტიის პრინციპებს, პოლიტიკურ ხედვასა და იდეოლოგიას ასახავს. ნიკა მელიას მანიფესტზე ხელი არ მოუწერია.