[ოლიმპიელებთან] საჯარო ღონისძიებასაც განვიხილავთ. ერთადერთი პრობლემა არის ის, რომ არის აგვისტოს თვე, შესაბამისად, თბილისიდან ძალიან ბევრი ადამიანია გასული, ასეთ დროს, შეიძლება, ის მუხტი ვერ შეიქმნას, როგორიც ჩვენს ოლიმპიელებს ეკუთვნით, თუმცა ყველა შესაძლებლობას განვიხილავთ. ეს ღონისძიება არ გამორიცხავს სხვა ტიპის ღონისძიებას, რომლებიც შეიძლება გაიმართოს საჯარო სივრცეში. [...]
ხალხის, მგონი, სალომე ზურაბიშვილს უნდა ეშინოდეს და ის, საბოლოო ჯამში ხალხის რისხვას ვერ გადაურჩება. ის დიდი ხანი არ იქნება პრეზიდენტი. რეალურად მოუწევს თვალი თვალში გაუსწოროს საქართველოს მოსახლეობას. საბოლოო ჯამში, მანაც პასუხი უნდა აგოს იმ ღალატისთვის, რომელსაც მუდმივ რეჟიმში ჩადის
განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მას ჰკითხეს, რატომ ატარებდა მთავრობა ოლიმპიელების დახვედრის ღონისძიებას შენობაში და არა ღია სივრცეში და დაკავშირებული იყო თუ არა ეს იმასთან, რომ თავისუფლების მოედანზე ეროვნულ ნაკრებთან შეხვედრის დროს მოქალაქეებმა პრემიერმინისტრს დაუსტვინეს.