კობახიძე ხალხის წინააღმდეგ

კობახიძე ხალხის წინააღმდეგ

რატომ გაუზომა ოლიგარქმა საკუთარ ამომრჩეველს ინტელექტის კოეფიციენტი? კობახიძის მიმართვა ახალგაზრდებისადმი უმძიმეს შედარებებს შეიცავს. ტექსტში პრემიერი რუსული კანონის მოწინააღმდეგეებსა და ილიას მკვლელ ბერბიჭაშვილს შორის პარალელს ავლებს. ამასთან, ადარებს კრიტიკულად განწყობილი ახალგაზრდებისა და "ოცნების" ამომრჩევლის ინტელექტს. მასობრივ ტერორთან ერთად, მასშტაბური აქციის წინ ოცნებამ დისკრედიტაციის კამპანია ახალი ძალებით აამუშავა, რასაც ოპონენტები ხელისუფლების შიშსა და აგონიას უკავშირებენ. ხვალ ევროპის მარში მთელ ქალაქს მოიცავს, საბოლოო წერტილი პარლამენტია.