
ზოგადად, ყველა ვხედავთ, რომ ყოველდღიურად ვითარდება ჩვენი დედაქალაქი. 8 წლის წინ შეგვიძლია გავიხსენოთ, როგორი იყო ჩვენი დედაქალაქი და დღეს თბილისი არის ბევრად უფრო განვითარებული, ლამაზი, მწვანე. ეს არის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში დედაქალაქის მერის კახი კალაძის დამსახურება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს განვითარება ზუსტად ამ ტემპით, ამ მიმართულებით გაგრძელდეს.
ვიცი, რომ კახი კალაძეს აქვს ძალიან დახვეწილი გეგმა, რომელიც მზადების პროცესშია და მალე დასრულდება მუშაობა, შემდეგ 4 წლისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ 4 წლის თავზე, კახი კალაძის ხელმძღვანელობით, ჩვენი დედაქალაქი გახდება უფრო განვითარებული, ვიდრე დღეს.
ამბობს ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე.