კობახიძე: ბაზამ როგორ შეიძლება დაგიცვას? უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი არის NATO-ს ქოლგა

წყარო როცა არის ვიღაცის სახელი და გვარი, სასაცილოს ხდის ინფორმაციას. ეს ერთი. და მეორე, ერთადერთი რამაც შეიძლება საქართველოს უსაფრთხოების გარანტია მისცეს, არის NATO-ს წევრობა. თქვენ იცით, რომ მაგალითად, ბალტიისპირეთისა და ცენტრალური ევროპის ქვეყნებს სწორედ NATO-ს ქოლგა იცავს. რა თქმა უნდა, ზოგადად, არავითარი ბაზა უსაფრთხოების გარანტია არ არის. ბაზამ როგორ უნდა დაგიცვას? ნატო-ს ქოლგა არის ერთადერთი გარანტი. ამიტომ არის ეს ყველაფერი აბსოლუტურად არასერიოზული.

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაცია ამერიკული სამხედრო ბაზის შესახებ მთავარმა არხმა გაავრცელა. მედიის ცნობით, "ოცნებამ" საქართველოში ჩამოსულ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს უარი უთხრა ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნაზე. ეს მოხდა უკრაინაში ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე და ამ სამხედრო ბაზის გახსნით ამერიკელები საქართველოს უსაფრთხოების გარანტიების გაზრდის პირობას დებდნენ.