ჩვენი ამოცანაა, შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავაძლიეროთ მხარდაჭერა, რომელიც არის საზოგადოებაში. რა თქმა უნდა, 9 თვე არის დიდი დრო, არჩევნებამდე არის დარჩენილი საკმაოდ დიდი პერიოდი, თუმცა გვაქვს ყველანაირი რესურსი იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არამხოლოდ შევინარჩუნოთ არსებული მოცემულობა, არამედ კიდევ უფრო გავზარდოთ საზოგადოების მხარდაჭერა. ამისთვის, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ.
განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.