კობახიძე: აქტიურად წარიმართება მუშაობა შემდეგ დღეებში, იმედიც გვაქვს ამინდის

ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა სოფლებისთვის. საკმაოდ, ბევრი სოფელია, რომელსაც არ მიეწოდება ელექტროენერგია შესაბამისი დაზიანებების გამო.

აქტიურად წარიმართება მუშაობა შემდეგი დღეების განმავლობაში, იმისათვის, რომ სრულად აღდგეს ელექტროენერგიის მიწოდება.

იმედი გვაქვს ასევე ამინდის, ხვალიდან აღარ არის პროგნოზირებული თოვა და იმედი გვაქვს, ეს ყველაფერი გააიოლებს სამაშველო, გზის გაწმენდის და ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოებს. დანარჩენს დაველოდოთ, ჩვენ ყველა სცენარისთვის ვართ მომზადებული.

თქვა ქართული ოცნების არალეგიტიმურმა პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, საკოორდინაციო შტაბის შეხვედრის დასრულების შემდეგ.