კობახიძე: 2 წერილი ვიხილეთ, ერთი - დიფ სთეითის დაწერილი, მეორე - ტრამპის ადმინისტრაციის

საინტერესოა, რომ ამ ორი დღის განმავლობაში ვიხილეთ ორი ერთმანეთისგან განსხვავებული წერილი, ერთი გამოიგზავნა სახელმწიფო დეპარტამენტიდან და მეორე გამოიგზავნა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან. პირველი წერილი იყო დაწერილი დიფ სთეითის მიერ და მეორე წერილი შედგენილი იყო პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციაში. რადიკალური განსხვავებაა და ეს უკვე აჩვენებს იმ ორთაბრძოლას, დაპირისპირებას, რაც წარიმართება ახალ ადმინისტრაციასა და დიფ სთეითს შორის. სხვანაირად შეუძლებელია იმის ახსნა, თუ როგორ შეიძლება ასეთი რადიკალურად განსხვავებული წერილები შემოვიდეს საქართველოში", - თქვა კობახიძემ

განაცხადა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პრეზიდენტ ტრამპის მიერ ყაველაშვილისთვის გაგზავნილი მილოცვის კომენტირებისას.