კოალიცია ცვლილებებისთვის მოქალაქეებს მოუწოდებს, ადმინისტრაციული ჯარიმები გაასაჩივრონ

კოალიცია ცვლილებებისთვის მოქალაქეებს მოუწოდებს, ადმინისტრაციული ჯარიმები გაასაჩივრონ

დღეს კოალიცია ცვლილებისთვის ოფისში განცხადება გააკეთეს და მოუწოდეს მოქალაქეებს, რომ არ გადაიხადონ ადმინისტრაციული ჯარიმები და გაასაჩივრონ ისინი.

"არ გადაიხადოთ ეს პატრულის ჯარიმები, გაასაჩივრეთ ეს ჯარიმები იმიტომ, რომ ერთი, გასაჩივრება აჩერებს გადახდის პროცესს, ანუ თქვენ არ მოგიწევთ გასაჩივრების პერიოდში ჯარიმის გადახდა, რომელიც არის უკანონო. მეორე, ჩვენ ვაპირებთ, რომ დავტვირთოთ სისტემა მაქსიმალურად. ეს პატაკი და ზოგადად, მათი ეს ცვლილებები ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში მიუთითებს, რომ ადამიანების შესაშინებლად მოფიქრებული ჯარიმები გახდა პრობლემა თავად რეპრესიული სისტემისთვის",- თქვა გიგა ლემონჯავამ, კოალიცია ცვლილებისთვის წევრმა

კოალიციის წევრების თქმით, მათ შეუძლიათ მოქალაქეებს მისცენ საჩივრის მარტივი ფორმა, რომლის შევსებასაც ისინი ადვოკატებისგან დამოუკიდებლად შეძლებენ.

"ადამიანის უფლებათა ოფისი სთავაზობს მოქალაქეებს ადმინისტრაციული საჩივრის ძალიან მარტივ ფორმას, რომლის შევსებაც ადვოკატის ყოლის გარეშე, დამოუკიდებლად არის შესაძლებელი",- თქვა კოალიციის წევრმა მარიკა არევაძემ