ჰამასი ყველაზე დიდი საფრთხეა პალესტინელი ხალხისთვის. ისინი იმალებიან საავადმყოფოებსა და სკოლებში, ქალებსა და ბავშვებს ცოცხალ ფარად იყენებენ. ნებისმიერი მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილი ტრაგედიაა. პალესტინელი თუ ისრაელელი - ჰამასია ამ დანაკარგის მიზეზი.
წერს Twitter-ზე დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიმს კლევერლი.
7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.