მოსამართლე, რომელსაც სამოსამართლო საქმიანობის უფლება არ გაუგრძელეს, სოციალურ ქსელში საჯაროობის გზას ირჩევს. ნინო გიორგაძე საჯაროობას ურჩევს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსაც, რომელმაც გადაწყვეტილება მიიღო. რატომ დასაჯა კლანმა მოსამართლე. ნინო გიორგაძე მის წინააღმდეგ სანქციას ფორმულასთან საუბარში კონკრეტულ საქმეზე გადაწყვეტილებას არ უკავშირებს, არამედ ლაპარაკობს მისი პრინციპების, დამოუკიდებლობისა და ფასეულობების გამო შექმნილ პრობლემებზე. სამოქალაქო სექტორში დარწმუნებული არიან, რომ სამ წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ მოსამართლე სისტემაში კლანმა აღარ დატოვა