ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმე და დაზიანებული მტკიცებულებები. ტრაგედიიდან 3 თვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ კვლევისთვის გამოუსადეგარია დეენემის ნიმუშები, რომელიც გამოძიებამ 12 წლის გოგონას ცხედრიდან აიღო. ვინ და რატომ გახსნა დალუქული საექსპერტო პაკეტი - ამ კითხვებზე პასუხებს ითხოვს ანის დედა და ოჯახის ადვოკატი - რომელიც აცხადებს რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს, საქმის ფალსიფიცირებას და კვალის იმდენად არევას, რომ გამოძიებამ ჭეშმარიტება ვერ დაადგინოს. დიდი დიღომში მომხდარი, შემზარავი დანაშაულის საქმეზე შაბათის ფორმულამ ბევრი საეჭვო დეტალი იპოვა - რა დაემართა კაცს, რომელიც საკუთარ მობილურ ტელეფონში ინახავდა მკვლელობის ადგილზე, სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებს, სადაც შესაძლოა, ანის სავარაუდო მკვლელი ჩანს.