კირბი სი ძინპინზე: მოვუწოდებთ, შეასრულოს კონსტრუქციული როლი და დაელაპარაკოს ზელენსკის

კირბი სი ძინპინზე: მოვუწოდებთ, შეასრულოს კონსტრუქციული როლი და დაელაპარაკოს ზელენსკის
ჯონ კირბი 21.03.23 13:15

მოვუწოდებთ პრეზიდენტ სის, მხარი დაუჭიროს მთავარ პუნქტს, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს რუსეთის ძალების გაყვანა უკრაინის სუვერენული ტერიტორიიდან გაეროს ქარტიის შესაბამისად. მთელ მსოფლიოს სურს ამ ომის დასრულება, განსაკუთრებით უკრაინელებს, რომლებმაც საკუთარი სამშვიდობო გეგმა წარმოადგინეს და ის გაეროს იგივე პრინციპებს ეყრდნობა. ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდება, რომელიც არ შეეხება უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანას, მოსკოვის მიერ მიღწეული შედეგების რატიფიცირებას მოახდენს. ამ კონფლიქტის დასრულებისკენ მიმართული ძალისხმევისას მხედველობაში უნდა იყოს მიღებული უკრაინის პოზიცია. ასე რომ, მოვუწოდებთ პრეზიდენტ სის, შეასრულოს კონსტრუქციული როლი და დაელაპარაკოს პრეზიდენტ ზელენსკის.

ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

ჩინეთის ლიდერი რუსეთში გუშინ ჩავიდა. სი ძინპინი მოსკოვში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება.